სიახლეები
2017 წლის 24 ოქტომბერს სამართლის სკოლის ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტმა უმასპინძლა კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის კათედრის ხელმძღვანელის, პროფ. მარტინ ვასმერის საჯარო ლექციას თემაზე - კიბერდანაშაულები.
პროფ. ვასმერი არის მრავალი კვლევის ავტორი, მათ შორის ეკონომიკური სისხლის სამართლის, საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართლის, კიბერდანაშაულების თუ სხვა მიმართულებით.
2016 წლიდან პროფ. ვასმერის კათედრა ჩვენი ინსტიტუტის აქტიური პარტნიორია. შეხვედრამ საინტერესო დისკუსიის ფონზე ჩაიარა და მას სტუდენტებთან ერთად მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.